We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
წყალტუბოს სამუზეუმო გაერთიანება

წყალტუბოს სამუზეუმო გაერთიანება

rustavelis N- 47a, Tskaltubo, Georgia

Get Directions

0436-22-40-76 591-67-28-29

Add link to website

Categories
Work hours Add information
წყალტუბოს სამუზეუმო გაერთიანება cover
Mission სამეცნიერო, საგანმანათლებლო
Description მუზეუმი საზოგადოების განვითარების სამსახურში მყოფი მუდმივი ინსტიტუტია და ღიაა ფართო საზოგადოებისათვის. მუზეუმი შეისწავლის, განათლების მიზნით ან ვიზუალური სიამოვნებისათვის იძენს, ინახავს, იკვლევს და გამოფენს ადამიანთა შემოქმედებისა და მათი გარემოს აღმწერ ფაქტებზე არსებულ მნიშვნელოვან მასალას.
წყალტუბოში მუზეუმის გახსნის იდეა ჯერ კიდევ 1943 წელს გაჩნდა, თუმცა მისი გახსნა მხოლოდ და მხოლოდ 50-იან წლებში იქნა შესაძლებელი წყალტუბოს რაიონის მკვიდრის პროფესორ ავთანდილ იოსელიანის ინიციატივით. მუზეუმის პირველი დირექტორი იყო აწ გარდაცვლილი გიგა ჯიმშელეიშვილი. მუზეუმი და მისი სამეცნიერო საბჭო შეუდგა მუშაობას, თუმცა ეს მაშინ უფრო იდეის დონეზე დარჩა. მუზეუმმა მისი რეალური სახე მიიღო 1969 წლიდან, როცა მუზეუმს სათავეში ჩაუდგა ქალბატონი ციალა ღვინიანიძე. რომელიც ამჟამად არის ღირსების ორდენის კავალერი, ქალაქ წყალტუბოს საპატიო მოქალაქე და პროექტ ,,იმედის გმირის“ ერთ-ერთი მონაწილე. 1981 წელს მუზეუმს მიენიჭა რაიონის მკვიდრის, გამოჩენილი ენათმეცნიერის გიორგი ახვლედიანის სახელი.
დღეს მუზეუმის ფონდებში დავანებულია არქეოლოგიის,ნუმიზმატიკის,ხელოვნების,ხელნაწერთა, ეპიგრაფიკის, ფოტო და სხვადასხვა ტიპის საარქივო მასალების 35 ათასზე მეტი ექსპონატი.
არქეოლოგიური კოლექცია მოიცავს ქვედა პალეოლითიდან გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით პერიოდს. აქ დაცულია პირველყოფილი ადამიანის ქვის, ძვლის, ობსიდიანის, ბრინჯაოს და რკინის იარაღები, ქვევრსამარხის ნივთები.
ეთნოგრაფიულ ფონდში არის ლითონის, ხის, ტყავის, ფაიფურის, მინის ჭურჭლის კოლექციები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ჭედური ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები. მუზეუმს აქვს ხელნაწერთა და ნუმიზმატიკის მდიდარი ფონდი, ბევრი გამოჩენილი ადამიანის ფოტო და პირადი არქივი.
მუზეუმის ფილიალებია: მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი, რომელიც გაიხსნა 1980 წელს და რომელშიც განთავსებულია დიდი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები, ხელნაწერები და პირადი წერილები.
მოგვიანებით, 1989 წელს, გაიხსნა აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზ

Similar places nearby