We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Agro, Food, Drink, Tech Expo

Agro, Food, Drink, Tech Expo

წერეთლის გამზ. 118, Tbilisi, 0119, Georgia

Get Directions

0322 34 11 00

Categories
Work hours Add information
Agro, Food, Drink, Tech Expo cover
Description სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–17 საერთაშორისო გამოფენა

არსებობის 16 წლის მანძილზე, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენა დიდი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ღონისძიებად იქცა.
ყოველწლიურად გამოფენა მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიონალ ვიზიტორს, მსხვილ შემსყიდველებსა და მაღალი დონის ექსპერტებს იზიდავს. გამოფენას აქვს როგორც სახელმწიფოს, ასევე საგამოფენო ინდუსტრიის საერთაშორისო ასოციაციის (UFI) მხარდაჭერა, რაც მის წარმატებასა და საერთაშორისო მნიშვნელობაზე მიუთითებს. ეს ასევე ერთგვარი გარანტიაა იმისა, რომ ყველა მონაწილე და დამთვალიერებელი მიიღებს სარგებელს ამ პროფესიონალურად დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებისგან.
გამოფენას ყოველწლიურად სტუმრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, კორპორატიული და კერძო შემსყიდველები, რეგიონალური და საერთაშორისო სტუმრები და საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული რამოდენიმე ათასი ფერმერი, რომლებიც გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქტებისა და სერვისების პირდაპირი მომხმარებლები არიან.

დაამყარეთ ახალი ურთიერთობები
• პირდაპირ შეხვდით თქვენს კლიენტებს
• გაუზიარეთ ინფორმაცია თქვენი კომპანიისა და ინდუსტრიის შესახებ სხვა მონაწილეებს
• დაამყარეთ და გაამყარეთ პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
• ნახეთ რას გთავაზობენ თქვენი კონკურენტები და ბაზრის სხვა მონაწილეები

აამაღლეთ და შექმენით თქვენი კომპანიის იმიჯი
• მოიწვიეთ თქვენი პარტნიორები
• წარმოაჩინეთ თქვენი ბრენდი სტენდის დიზაინის და საკომუნიკაციო მასალების საშუალებით
• შეხვდით ხელისუფლების წარმომადგენლებს

ერთი ღონისძიება მთელი ინდუსტრიისთვის
სოფლის მეურნეობა
• სოფლის მეურნეობის დანადგარები, ტრაქტორები ფერმერობისთვის
• საშრობები, ბუნკერები და შენახვის სისტემები
• საჯიშე მეცხოველეობა და მეფრინველეობა
• კვების ტექნოლოგიები
• თესლები და ნერგები
• სასუქები და ქიმიკატები
• საირიგაციო სისტემები
• ხის გადამამუშავებელი მანქანება/აღჭურვილობა

კვების მრეწველობა
• რძის პროდუქტები
• ხორცი და ხორც-პროდუქტები
• თევზისა და ზღვის პროდუქტები
• ხილი და ბოსტნეული
• სურსათი
• გაყინული პრ
  • წერეთლის გამზ. 118, Tbilisi, 0119, Georgia
  • Get Directions

Similar places nearby