We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Tuesday
03
APR

ხელმოწერების შეტანა

16:00
17:00

Get Directions

Category
#var:page_name# cover

მეგობრებო,

გაერთიანება „SOS იპოდრომი“ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვებულ ხელმოწერებს ქალაქ თბილისის მერიაში სამშაბათს, 3 აპრილს შეიტანს. ხელმოწერებს თან დაერთვება გაერთიანების წერილობითი მოთხოვნები.

ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მშენებლობის ტენდერი მერიამ ამა წლის იანვარში გამოაცხადა. მიგვაჩნია, რომ ამ პროექტის განხორციელება მიზანშეუწონელია, ვინაიდან არ წარმოდგენილა წინასაპროექტო კვლევებზე დაყრდნობილი სათანადო დასაბუთება. ასევე, ცხადია, რომ ასეთი მასშტაბური სამშენებლო-სატრანსპორტო პროექტი სერიოზულ ზიანს მიაყენებს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე არსებულ საჯარო რეკრეაციულ სივრცეს. ესტაკადის მშენებლობას ეწირება 87 ხე-მცენარე, რადგან სპეციალისტების აზრით მათი გადარგვის შემთხვევაში დიდი ალბათობით მცენარეების უმრავლესობა ვერ გაიხარებს. თუ იზიარებთ ჩვენს პოზიციას, გთხოვთ ხელი მოაწეროთ პეტიციას ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

https://www.change.org/p/%E1%83%A5-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94