We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Saturday
14
APR

ღია კარის დღე - ლოგოსში

13:00
14:00

Get Directions

Category
#var:page_name# cover

საერთაშორისო აკადემია ლოგოსში კლასების დაკომპლექტება დაიწყო. ლოგოსში სწავლის გაგრძელების მსურველებმა იჩქარეთ და გვეწვიეთ ღია კარის დღეზე.

🔵 თუ ხარ ცნობისმოყვარე, შრომისმოყვარე და მიზანდასახული

🔵 თუ გსურს ისწავლო სკოლაში, სადაც პოზიტიური, ორიგინალური გარემოა, ხოლო სასწავლო პროცესი მოიცავს ბევრ საინტერესო პროექტს, ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებს

🔵 თუ გსურს სწავლა გააგრძელო საქართველოს, ევროპის, ან ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში

🔵 თუ გინდა იყო თავისუფალი, ჯანსაღი ღირებულებების მქონე პიროვნება, რომელსაც თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო უნარები აქვს

გადმოდი საერთაშორისო აკადემია ლოგოსში.

საერთაშორისო აკადემია ლოგოსი 2010 წელს დაარსდა. სკოლის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს სასწავლო პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

სკოლა დაამთავრა 161-მა მოსწავლემ, აქედან 83 მოსწავლე ჩაირიცხა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში. 78 მოსწავლე ჩაირიცხა საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. ჩვენი მოსწავლეები ნაწილობრივი ან სრული დაფინანსებით აგრძელებენ სწავლას.

ლოგოსი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია: NACAC – National Association of College Admission Counselors; College Board; Common Application. სკოლის პარტნიორები არიან: American University of Rome, Saint Anne’s-Belfield School და Princeton Review.


თუ გსურთ სწავლის გაგრძელება საერთაშორისო აკადემია ლოგოსში, გელით ღია კარის დღეზე. თქვენ საშუალება გექნებათ გაესაუბროთ ადმინისტრაციას და სურვილის შემთხვევაში, ადგილზევე დარეგისტრირდეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვს დაგვიკავშირდით:
2 37 63 03
574 01 44 11