We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Saturday
24
MAR

ერთად აღვნიშნოთ დედამიწის საათი!

20:30
21:30

Get Directions

Category
#var:page_name# cover

📅 24 მარტს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეები, პედაგოგი-ეკა ელიზბარაშვილი „დედაენის ბაღში" დაგეგმილ აქციას - „დედამიწის საათი“ შეუერთდებიან ადგილობრივი დროით 20:30 -დან 21:30 საათამდე.

🌍 სასახლის გეოეკოლოგიის წრე საერთაშორისო თარიღს მეშვიდედ აღნიშნავს. მოსწავლეები მოსახლეობას გაავრცელებენ ამ დღისადმი მიძღვნილ საინფორმაციო ფლაერებს, ჩაატარებენ გამოკითხვას, თუ რა ინფორმაცია აქვთ მოქალაქეებს „დედამიწის საათის შესახებ", გააჟღერებენ გარემოსდაცვით სლოგანებს.

🌍 "დედამიწის საათი" პირველად 2007 წელს სიდნეიში გაიმართა, რის შემდეგაც მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით მოძრაობად გადაიქცა. საქართველოში „დედამიწის საათი“ წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასასალხისა სხვა მოხალისე ორგანიზაციების მიერ ეწყობა.

🌍ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. კამპანია “ერთი საათის ფარგლებს” უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.

🌍კლიმატის ცვლილება დედამიწის ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. მის ცვლილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შანსი ამ ეტაპზე არსებობს, ხვალ შესაძლოა დაგვიანეული აღმოჩნდეს.

🌍გასულ წელს 187 ქვეყანა და მილიონობით ადამიანი შეიკრიბა ერთი, ყველაზე მინიშვნელოვანი მიზნის გარშემო - ჩვენი და თქვენი ერთადერთი სახლის - დედამიწის დაცვისთვის.

🌍2018 წელს „დედამიწის საათის” გლობალური თემაა - კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების ცვლილების
შესახებ ცნობადობის ამაღლება.

🌍ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ჯგუფები "ბანდეროლი" და "რეზო და ბავშვები". ასევე საშუალება გექნებათ ნახოთ დრამერების შოუ და მოიხატოთ სახე მანათობელი საღებავებით.

🌍ღონისძიება ღიაა ყველა მსურველისთვის ვინც მხარს უჭერს ჩვენი პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავალს ❗

#დედამიწისსაათი
#დაუკავშირდიდედამიწას
#ეროვნულისსასახლისსიახლეები
#EarthHour2018
#connect2earth
#Nationalpalace