We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Friday
13
APR

სემინარი თბილისში სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის

11:00
14:00

Get Directions

Category
#var:page_name# cover

📢 13 აპრილს, თბილისში, დადიანის #1/2-ში, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center გაიმართება შეხვედრა/სემინარი #სოციალური_საწარმოს დაფუძნების მსურველებისთვის. შეხვედრა განკუთვნილია საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის, რომელთაც აქვთ ინტერესი ან/და უკვე მუშაობენ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან.

📝 შეხვედრა/სემინარები იმართება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტით გათვალისწინებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომლის მიზანია: კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობა ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერების და სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით.

💡 იდეების კონკურსი ცხადდება ორი მიმართულებით:

☑️ ლოტი 1. ყოფილი მსჯავრდებულების და პრობაციონერების ინტეგრაციის და დასაქმების ხელშეწყობა.
☑️ ლოტი 2. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და დასაქმება #16 პენიტენციურ დაწესებულებაში.

🇪🇺 კონკურსი იმართება ევროკავშირის (European Union in Georgia) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, CHCA - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი და ASB Georgia საქართელოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი.

🕕 განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 23 აპრილი 2018 წელი, 18:00 სთ.

🕵️ საკონტაქტო პირი: ლუკა ბეგიაშვილი; ტელ: (+995 32) 2399019/34;

🔗 საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - http://segeorgia.org/nmore.php?NID=291