We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Monday
16
APR

TourMODE კვირეული

17:00
20:00

Get Directions

Category
#var:page_name# cover

TourMODE კვირეულის მეორე ეტაპი

📢 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ბიზნესის სკოლისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით ილიაუნის სტუდენტებისთვის 16-20 აპრილს გამართავს TourMODE კვირეულის მეორე ეტაპს, რომელიც გულისხმობს გაზაფხულის სემესტრის ბოლოს დაგეგმილ TourMODE ტურისტული სააგენტოს მოდელირების შემაჯამებელი პროექტის მოსამზადებელ პერიოდს.

პროექტის მიზანია:
▶ სტუდენტებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის;
▶ სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ტრენინგებისა და მასტერკლასების საშუალებით დაეუფლონ ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ ტურისტულ ბიზნესში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
მონაწილეებს ტრენინგების გავლის შემდეგ საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში TourMODE-ის შემაჯამებელი პროექტის, „ტურისტული სააგენტოს მოდელირების“, ფარგლებში.

▶ რატომ?
✅ გაიგო მეტი პროექტის “TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირების” შესახებ;
✅ გადადგა პირველი ნაბიჯი, შემაჯამებელ პროექტში მონაწილეობის მისაღებად*;
* სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ, TourMODE კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგკურსები, შემაჯამებელ პროექტზე “TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირება” შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სხვა აპლიკანტებთან შედარებით;
✅ გაიგო მეტი ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ;
✅ დაიწყო ფიქრი საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და მის შემდგომ განვითარებაზე;
✅ გამოიმუშავო ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარება;
✅ გააანალიზო ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი ნაბიჯები და პროცედურები.


▶ ვის შეუძლია მონაწილეობა?
👉 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებიმიერი საფეხურისა და მიმართულების სტუდენტს.
👉 პროექტის ამ ეტაპზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებმაც შემოდგომის სემესტრში მიიღეს მონაწილეობა TourMode კვირეულში.


▶ როგორ?
📝 პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ
მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/2GPFfod (აპლიკაციაზე გადასასვლელად, აუცილებელია ჩართული გქონდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ.ფოსტა)

❗ დედლაინი: 10 აპრილი

▶როდის?
📅 TourMODE კვირეული გაიმართება 16-20 აპრილს.
თითოეულ ტრენინგს დაეთმობა 3 საათი, რომელიც მოიცავს ერთსაათიან სალექციო და ორსაათიან პრაქტიკულ ნაწილს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
📧 student.affairs@iliauni.edu.ge
☎ 555383344; 032 2 22 00 09 (270)