We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Saturday
14
APR

ბავშვთა პირველი დახმარების ტრენინგი ცოდნის კაფეში

13:00
16:00

Get Directions

Category
#var:page_name# cover

ბავშვთა პირველი დახმარების ტრენინგს კომპანია Your Safety • შენი უსაფრთხოება ატარებს ცოდნის კაფეში 14 აპრილს, შაბათს 13:00 სთზე

⏩ტრენინგი განკუთნილია: ორსულებისთვის, ახალბედა დედების,მამების, ძიძებისა და მათთვის, ვისაც სურს უსიამოვნო სიტუაციას მომზადებული შეხვდეს.
⏩არსებობს უამრავი შემთხვევა რასაც შოკი და დაბნეულობა ახლავს თან. სწორედ ამ კრიტიკული სიტუაციების მართვაში დაგეხმარებათ, ჩვენი ბავშვთა პირველი დახმარების ტრენინგი.

⏩პირველი დახმარება ეს ის პრევენციული მექანიზმია, რომელსაც შეუძლია ფატალური შედეგები აგვაცილოს თავიდან, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე პატარებს ეხება.

⏩ტრენინგი მოიცავს სწავლების, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

⏩ჯგუფი შედგება მაქსიმუმ 12 ადამიანისაგან.

⏩ტრენინგს გაუძღვება:
ქალბატონი ქეთევან ველიაშვილი,
საქართველოს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის სამედიცინო საბჭოს თავმჯდომარე.
ექიმი თერაპევტი, 17 წლიანი გამოცდილებით გადაუდებელ მედიცინის სწავლებაში.

⏩დეტალურად ტრენინგის შესახებ:

🔹გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩვილებსა და ბავშვებში

🔹ზემო სასუნთქი გზების დახშობა უცხო სხეულით ჩვილებსა და ბავშვებში

🔹სისხლდება და შოკი

🔹ნახვევის დადების ტექნიკა

🔹ტრავმა მოზრდილებსა და ბავშვებში,დამწვრობა

სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობები ჩვილებსა და ბავშვებში
1.ასთმა
2.მძიმე ალერგიული რეაქცია/ანაფლექსია
3.გაუყწლოება
4.კრუნჩხვა,გულყრა
5.კრუპი
6.წყალში დახრჩობა

შესვენება შუალედში: coffee break
დედის პირველი დახმარების ყუთის პრეზენტაცია