We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Monday
23
APR

ნეირომარკეტინგი სასტუმროების, რესტორნების და მშენებლობის ბიზნესში

19:00
22:00

Get Directions

Category
#var:page_name# cover

"ნეირომარკეტინგი სასტუმროების, რესტორნების და მშენებლობის ბიზნესში"

ექსკლუზიურად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ნეირომარკეტინგის აკადემია და სასტუმრო კოლიზეუმი წარმოგიდგენთ,
ნეირომარკეტინგის მასტერკლასებს სასტუმროების და რესტორნების ბიზნესში.

ბათუმში 23-დან 29 აპრილის ჩათვლით სპეციალურად შერჩეული და მოწვეული მენტორები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა
მომხმარებლის ქვეცნობიერი, სერვისის სფერო და მასში წარმატების მიღწების გზები,
გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორები,
გაყიდვების უნარები და ნეიროლინგვისტური პროგრამირება-როგორ შევარჩიოთ ფრაზები, რომლებითაც მომხმარებელს ვესაუბრებით.

მენტორები:
- გურამ ბაღდოშვილი - რესტორატორი - რესტორნის ბიზნესის მართვა.
- ალექსი ჩიქოვანი - Live Branding - Bra(i)nding - ბრენდინგი 21 - ე საუკუნეში.
- ქეთი ბაქრაძე - რესტორატორი - რესტორნის ბიზნესის მართვა.
- მარინა გოგსაძე - ნეირო ლინგვისტური პროგრამირების (NLP) გამოყენება რეკლამაში და გაყიდვებში. NLP-საერთაშორისო ტრენერი.
- მედეა კობახიძე - სასტუმროების ქსელის მერიოტის ღონისძიებათა და ჯგუფური გაყიდვების მენეჯერი - როგორ ვმართოთ სასტუმროს ივენთები და გაყიდვები.
- სოფო გოლეთიანი - საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანიის Colliers International - ის ლონდონის ოფისის წარმომადგენლობა - მომხმარებელთან ურთიერთობა და გაყიდვები.

თარიღი: 23 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით.
დრო: 19:00 საათიდან 22:00 საათამდე.
ადგილი: სასტუმრო კოლიზეუმი, ბათუმი.
ფასი: 590 ლარი.
10 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში ტრენინგის ფასია 531 ლარი.
დარეგისტრირდით ამ ბმულზე: https://goo.gl/forms/NnfUDWeeXKYS5AJW2

დაგვიკავშირდით:
599 39 41 11 ნატალია