We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Thursday
12
APR

CES Graphic Design Advance (group orientation meeting)

19:00
20:00
Creative Education Studio
Event organized by Creative Education Studio

Get Directions

Category
#var:page_name# cover

სიხარულით ვაცხადებთ რომ CES-ში გაიხსნა ახალი პროგრამა, რომელიც გახლავთ გრაფიკული დიზაინის ანბანის მეორე ეტაპი.
12 აპრილს, 19:00-ზე გვექნება ჯგუფის საორიენტაციო შეხვედრა.
ჯგუფში დარჩენილია 2 ადგილი.
მსურველებმა მოგვწერეთ: სახელი/გვარი/პროგრამის დასახელება/საკონტაქტო ნომერი.

კონტაქტი:
CES
ფაბრიკა-თბილისი
ეგნატე ნინოშვილის 8
2 477 588
info@ces.ge

პროგრამა მოიცავს გრაფიკული დიზაინის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.
კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან და დაეუფლებიან დიზაინის შემოქმედებით და ტექნიკურ მხარეს.

კურსის გასავლელად აუცილებელი კრიტერიუმია Photoshop-ის და illustrator-ის საბაზო უნარების ცოდნა!

გაკვეთილზე მოხდება სხვადასხვა თემატური სამუშაოს (workshop-ის ტიპის) განვითარება, რომლის ფარგლებში სტუდენტები იქნებიან ჩართული ინტერაქტიულ პროცესში. გაეცნობიან დიზაინის შემუშავების ეტაპებს, თუ როგორ ხდება დიზაინ დავალების (Design Brief-ის) შესწავლის და ანალიზის პროცესი, დამკვეთთან კომუნიკაციის წარმოება, პროექტის რა მნიშვნელოვან ასპექტებზე უნდა მოხდეს ყურადღების გამახვილება.
თუ როგორ ხდება დიზაინის პროცესის დაგეგმვა, რა ეტაპებს მოიცავს პროექტზე სამუშაო დრო, პროექტის ეფეტურად განვითარებისათვის რამდენად მნიშვნელოვანია დამკვეთთან კომუნიკაცია და რა სახით / ფორმით წარიმართება აღნიშნული პროცესი.
რა მნიშვნელობა აქვს იდეების გეგენრირების საწის ფაზას და როგორ ხდება დიზაინ ფიქრის პროცესი, შთაგონების ამსახველი ფოტომასალის მოძიების და საკვანძო სიტყვების გამოყენების სახით.
რა ეტაპებს მოიცავს ფორმის ძიების ფაზა, როცა ხდება იდეების ვიზუალურად განვითარების პროცესი, რა მნიშველობა აქვს ტრადიციულ და ციფრულ სამუშაო მიმართულებებს.
თუ როგორ ხდება შემოქმედებითი პროცესის ტექნიკურად განვითარება (იდეის საწარმოო პროექტად გარდაქმნა), პროექტის ეფექტური მართვისათვის რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა საწარმოო თუ ტექნიკური საკითხის ცოდნას.
რა მნიშვნელობა აქვს პრეზენტაციის უნარს და როგორ ხდება საპრეზენტაციო მასალის მომზადება და წარმართვა.



შემოქმედებითი მიმართულება
• დიზაინის შემუშავების მეთოდი
• ინსპირაციის ძიება
• იდეების გენერირება
• ლოგოს შემუშავების პროცესი
• PATTERN-ის შემუშავება
• RENDER-ის შემუშავება
• ტიპოგრაფია
• სასათაურე ტიპოგრაფია
• ტექსტის რედაქტირება
• პრეზენტაციის უნარი
ტექნიკური მიმართულება
• PHOTOSHOP-ის სამუშაო პრინციპები
• ILLUSTRATOR-ის სამუშაო პრინციპები
• ბრენდის სახელმძღვანელოს
• მომზადების მეთოდი
• სიმბოლოს ზომები / ტექ. პარამეტრები
• ლოგოს ფერთა ტექ. პარამეტრები
• პრეზენტაციის მომზადების პრინციპი
• საბეჭდი ფაილების მომზადება

პედაგოგი: ლადო კობახიძე

ხანგრძლივობა: 3 თვე

დრო: 4 საათი კვირაში

ფასი: 990 ლარი (ნაწილდება 3 სასწავლო თვეზე)