We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Sunday
01
APR

კახეთის 1 დღიანი ტური 1 აპრილს

08:00
21:00
Nima Tours
Event organized by Nima Tours

Get Directions

Category
#var:page_name# cover

ტურისტული კომპანია ,,ნიმა ტურსი'' გთავაზობთ
1 დღიან ტურს კახეთში.
ტური შედგება 1 აპრილს (კვირა)
მოვინახულებთ:
✔დავით გარეჯა
დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით.
მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა. დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება IX საუკუნის წმიდა მამის - ილარიონ ქართველის სახელთანაა დაკავშირებული.
✔ბოდბე
ბოდბე-თანამედროვე საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში ბოდბის წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც კახეთის საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენს და ქალაქ სიღნაღიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი უკავია. იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII საუკუნეებში ბოდბის მონასტერი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა იყო.
წმიდა ნინოს წყარო მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმიდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა.
✔სიღნაღი
სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. სიღნაღი, როგორც ქალაქი ჩამოყალიბდა XVIII ს-ის მიწურულს ერეკლე II მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. სიღნაღი ჩამოყალიბდა ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი. სიღნაღი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. XXს-ში იგი მხატვართა, არტისტთა, მწერალთა საყვარელ ადგილს წარმოადგენდა.

ტურის ღირებულება: 20 ლარი
ღირებულებაში შედის:
✔ ტრანსპორტირება (სპრინტერის კომფორტული მიკრო ავტობუსით) 🚌
✔ კომპანიიდან გამყოლი 🚹
✔ თარჯიმანი (მოთხოვნისამებრ)
✔ ფოტოგადაღება 📷
შენიშვნა:
თანხაში არ შედის კვება, საკვებს წამოვიღებთ ინდივიდუალურად.
🚌გასვლა:ქ,თბილისი, მარჯანიშვილის მოედნიდან 08:00 საათზე
დაბრუნება 21:00 საათზე
ჩაწერა ხდება წინასწარ!!!
📝ტურის დასაჯავშნად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
📞 551-51-41-87 მარიამი
📞 555-56-44-99 რუსა
დამატებითი დეტალები:
• თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ!!! ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.
🏣 აღმაშენებლის N91