We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Tuesday
10
APR

ინგლისური ბავშვებისთვის

15:30
17:00

Get Directions

Category
#var:page_name# cover

ხელოვნების სტუდია LanArt - ში დაიწყო პატარების მიღება ინგლისური ენის შემსწავლელ ჯგუფში. პროგრამა აგებულია სახალისო, შემეცნებით და ინტერაქტიულ გაკვეთილებზე, რომლებიც სრულიად მორგებულია თქვენი პატარების ინტერესებზე. თანამედროვე, თემატურად დატვირთული რესურსები და უახლესი მეთოდიკით შედგენილი წიგნები, თქვენს პატარებს პირველი ინგლისური სიტყვებისა და წინადადებების შედგენაში დაეხმარება. სწავლების პროცესში აქტიურადაა გამოყენებული ვიდეო, აუდიო რესურსები, რაც სამუშაო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
კურსი მოიცავს როგორც ზეპირმეტყველებას, ასევე მართლწერის საკითხებს.

მეცადინეობა ტარდება კვირაში 2 ჯერ, სამშაბათსა (15.30 ) და პარასკევს (15.30)

მეცადინეობის ხანგრძლივობა 1,5 საათი,

თვიური გადასახადი 120 ლარი

კურსს გაუძღვება ინგლისური ენის პედადოგი, დოქტორანტი ინგლისური ენის ფილოლოგიის მიმართულებით, თარჯიმანი, რამდენიმე თარგმანისა ( “ტანმოხატული კაცი”,
“ჩვენ ვასეირნებთ ძაღლებს”, “კაცი, რომელმაც
მთვარე გაყიდა”და ინგლისური ენის გრამატიკის სახელმძღვანელოს ( “ინგლისური ენის გამარტივებული კურსი”) ავტორი, თამარ ბოჭორიშვილი

ცოდნის დონის განსაზღვრა ჯგუფების დასაკომპლეტქებლად მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გაიცემა სერტიფიკატი.