We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Sunday
15
APR

ორატორული ხელოვნების კურსი

12:00
15:00

Get Directions

Category
#var:page_name# cover

ფართო გაგებით, ეს კურსი თეორიული ინსტრუქტაჟის, მოდელების იმიტაციისა და უნარ-ჩვევებზე პრაქტიკული მუშაობის მეთოდების გამოყენებით ასწავლის სტუდენტს გასაგები და ეფექტური საჯარო სიტყვის წარმოთქმას და აუდიტორიისთვის მომგებიანად მიწოდებას. კურსის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატები.

მეთოდი:
სტუდენტები თეორიულად შეისწავლიან და პრაქტიკაში გამოცდიან საჯარო გამოსლის ხელოვნების 5 კანონს:
1) გამოგონება --> იდეების გენერირება და ანალიზი
2) ორგანიზება --> იდეების დალაგება ერთიანობისა და თანმიმდევრულობის პრინციპების დაცვით
3) სტილი --> სწორი ლექსიკის შერჩევა; სტრატეგიული ფორმატირება
4) მახსოვრობა --> სიტყვის ზეპირად ან ღრმა შინაარსობრივი ცოდნა
5) მიწოდება --> ინტონაცია; ჟესტიკულაცია; შუალედების განსაზღვრა

ამასთან ერთად, სტუდენტები უყურებენ და გაანალიზებენ როგორც წარსულში, ისე თანამედროვე ისტორიაში გამორჩეულ საჯარო გამოსვლებს. შეაფასებენ ორატორების და მათ მიერ წარმოთქმული სხვადასხვა სიტყვის სუსტ და ძლიერ მხარეებს. სხვათა შეფასების გარდა, სტუდენტებს თავადაც მოუწევთ მოკლე პრეზენტაციებისა და საბოლოო საგამოცდო სიტყვის მომზადება, საკუთარი შეცდომების და ხარვეზების გაანალიზება.
სწავლის პროცესში სტუდენტები გაიაზრებენ, რომ იდეალური საჯარო გამოსვლის უნივერსალური მოდელი არ არსებობს !
მაგრამ (ა) თემის რაობის, (ბ) ადგილმდებარეობის, (გ) დამსწრე საზოგადოების ვინაობის, (დ) ‘მე’-ს საზოგადოებრივი პორტფელის და (ე) შემთხვევის მიზნობრიობის სწორი ანალიზი წარმატების უტყუარი რეცეპტია.

შედეგი:
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ დამაჯერებლად და დასამახსოვრებლად
გაუზიარონ საზოგადეობას საკუთარი იდეები

ლექტორი: თათია დოლიძე
კურსი მოიცავს 7 შეხვედრას, ყოველ კვირას, 12:00 საათზე.
ხანგრძლივობა 2-3 საათი.
კურსის ფასი: 350 ლარი


კურსზე დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ ან დარეკეთ 599140214