We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Monday
19
MAR

ლაშქრობის საინფორმაციო კვირეული (Green Zebra)

20:00
21:00

Get Directions

Category
#var:page_name# cover

არსებობის სამი წლისთავის აღსანიშნავად "მწვანე ზებრა", ილიას უნივერსტიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრთან ერთად, აწყობს ლაშქრობის საინფორმაციო კვირეულს.
კვირეულის მიზანი არის ლაშქრობის, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, სათავგადასავლო ტურიზმით დაინტერესებული სტუდენტებისა და მოქალაქეებისათვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მიწოდება.
კვირეულის ფარგლებში სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში მოღვაწე პირები დაგვითმობენ საკუთარი ძვირფასი დროის ერთ საათს და გვესაუბრებიან ჩვენთვის საინტერესო თემებზე, რისი შედეგიც იქნება ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში, რისკებისა და საფრთხეების გაანალიზება და საკუთარი თავგადასავლების უკეთ დაგეგმვა.

დასწრება თავისუფალია.
ლექციები გაიმართება ილიას უნივერსტიტეტში, E კორპუსი (ვაკის პარკის მიმდებარედ )

კვირეულის პროგრამა:

19 მარტი
20:00-21:00 , E235 აუდიტორია
"საქართველოს ბუნების 100 საოცრება" - თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი

20 მარტი
20:00-21:00, E410 აუდიტორია
"ძირითადი სალაშქრო აღჭურვილობის შერჩევა და მორგება" -
ვიდეო განხილვების "ლაშქრობა" ავტორი გიორგი ნაზღაიძე

21 მარტი
20:00-21:00, E309 აუდიტორია
"კვება ლაშქრობაში" - "მწვანე ზებრას" დამფუძნებელი, სამთო გიდების ასოციაციის საფეხმავლო გიდი დავით წიკლაური

22 მარტი
20:00-21:00, E406 აუდიტორია
"საშიში მცენარეები და ცხოველები" - ბიოლოგი, ილიას უნ. ასოცირებული პროფესორი ვასო გაბუნია

23 მარტი
20:00-21:00, E403 აუდიტორია
"ტურისტული ბილიკების მონიშნვის სტანდარტი და პირობითი ნიშნები" - ტურისტული ბილიკების მონიშნვის სტანდარტის
ერთ-ერთი ავტორი, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი ჯონი კაპანაძე