We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Sunday
25
MAR

ნადარბაზევის ტბა (Green Zebra)

07:00
22:30

Get Directions

Category
#var:page_name# cover

სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ Green Zebra • მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში, ჩარიცხვის შემდგომ კი უნდა წარმოადგინოთ ქვითარი ან ფოტო სქრინი.

იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:

1. გასვლის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი;
2. ლაშქრობის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე. ემორჩილება ორგანიზატორს და ასრულებს მის მითითებებს;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
7. ნაგავს არ ვყრით: ტრანსპორტში/ტრანსპორტიდან, ქალაქში, გზაში, სოფელში, ბანაკში, მდინარეში, ტყეში, კლდე-ღრეში;
8. ყველას უკან მოაქვს საკუთარი ნაგავი. არავინ არის ვალდებული სხვისი ნარჩენები ატაროს;
9. პაპიროზის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება ;) ;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა (წინასწარ უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას);
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.

ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
• 12 კმ. მარტივი რელიეფი, მკვეთრი აღმართისა და დაღმართის გარეშე;
• საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან - 876მ;
• მაქსიმალური სიმაღლე 971მ.
• სასრული სიმაღლე 565მ.

ტურის საერთო სირთულე:
★★☆☆☆ - (საშუალოზე მარტივი)
მარტივი რელიეფი, საშუალო მანძილი, მსუბუქი ბარგი.

გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• სალაშქრო ფეხსაცმელი;
• მოსახერხებელი ზურგჩანთა;
• თბილი მოსაცმელი, ქუდი, ხელთათმანები;

სასურველი:
• გამოსაცვლელი ფეხსაცმელი
• სალაშქრო ჯოხები
• მზის სათვალე
• საწვიმარი

კვება:
თან უნდა იქონიოთ 1 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ;
წყალი მინიმუმ 1.5 - 2.0 ლიტრი. გზაზე შევსების შესაძლებლობა არ იქნება;
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.

ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.

რისკები/საფრთხეები:
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;

ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
25.03.2018
07:00
გასვლის დრო - 07:15. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).

ღირსშესანიშნაობანი:
ნადარბაზევის ტბა;
კვერნაქის ქედი;
ხედები კვერნაქის ქედიდან მტკვრის ხეობაზე;
უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი.

ფასი:
20 ლარი

ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• გიდი ;

ფასში არ შედის:
• უფლისციხის მოსაკრებელი (7 ლარი, სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის - 3 ლარი);
• სალაშქრო აღჭურვილობა(ფეხსაცმელი, ზურგჩანთა, ჯოხები);
• აღმართში აგორებული ქვა;
• მარწყვების საკრეფი მანქანა;
• ცარიელი კასრი;

ანგარიშის ნომერი:
• საქართველოს ბანკი - GE78BG0000000012308900
• TBC ბანკი - GE56TB7025445061100060
მიმღები: ლევანი გეჯაძე
დანიშნულება : ნადარბაზევი (თქვენი სახელი და გვარი)
ჩარიცხვის ბოლო ვადა: 22 მარტი

გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე სამი დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!

• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.

სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
598 84 36 50 დავითაუ
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი