We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Saturday
21
APR

ფხიტური: ხევსურეთი-გუდამაყარი (Green Zebra)

07:00
23:27

Get Directions

Category
#var:page_name# cover

სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ Green Zebra • მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში, ჩარიცხვის შემდგომ კი უნდა წარმოადგინოთ ქვითარი ან ფოტო სქრინი.

იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:

1. გასვლის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი;
2. ლაშქრობის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე. ემორჩილება ორგანიზატორს და ასრულებს მის მითითებებს;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
7. ნაგავს არ ვყრით: ტრანსპორტში/ტრანსპორტიდან, ქალაქში, გზაში, სოფელში, ბანაკში, მდინარეში, ტყეში, კლდე-ღრეში;
8. ყველას უკან მოაქვს საკუთარი ნაგავი. არავინ არის ვალდებული სხვისი ნარჩენები ატაროს;
9. პაპიროზის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება ;) ;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა (წინასწარ უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას);
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.


ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
დღე I: 9 კმ. საშუალო სირთულის რელიეფი, მკვეთრი აღმართი 1050 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით
დღე II: 11 კმ. საშუალო სირთულის რელიეფი, ბილიკი. ერთი მკვეთრი აღმართი 200 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით და 1400 მეტრი დაღმართი.
• საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან - 1400მ;
• მაქსიმალური სიმაღლე 2653მ.
• სასრული სიმაღლე 1260მ.
• საბანაკე ზღვის დონიდან 2450მ.

ტურის საერთო სირთულე:
★★★★☆ - (საშუალოზე რთული)
აღმართები, მძიმე ბარგი, საშუალო მანძილი, მდინარის გადალახვა.

გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• კარავი, საძილე ტომარა, საგებელი;
• წყალგაუმტარი ფეხსაცმელი;
• მოსახერხებელი ზურგჩანთა;
• თბილი მოსაცმელი, ქუდი, ხელთათმანები;
• გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.
• სალაშქრო ზურგჩანთა.

სასურველი:
• თოვლის წვივსაფარები (პაჭიჭი, გამაში);
• სალაშქრო ჯოხები;
• სალაშქრო გაზქურა;
• საკუთარი კარავი, საძილე ტომარა, საგებელი

კვება:
თან უნდა იქონიოთ 2 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ;
წყალი მინიმუმ 1.5 - 2.0 ლიტრი. გზაზე შევსების შესაძლებლობა იქნება;
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.

ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.

რისკები/საფრთხეები:
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;
• წინა დღეებში ნალექის მოსვლის შემთხვევაში გზები იქნება ტალახიანი;

ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

შეკრების ადგილი და დრო:
M ისანი (ზედა ამოსასვლელი)
21.04.2018
07:00
გასვლის დრო - 07:15. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).

ღირსშესანიშნაობანი:
ალპური ბილიკი ხევსურეთიდან გუდამაყრისკენ;
ხედები ფხიტურის უღელტეხილიდან გაზაფხულის ხევსურეთსა და გუდამაყარზე;
ხევსურეთის სოფლები: ჩირდილი და უკანახო;
გუდამაყრის სოფლები: ბაკურხევი, საკერპო, ფახვიჯი, თოთიაურნი;

ფასი:
55 ლარი

ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;
• ღამის გასათევი აღჭურვილობა მათთვის, ვისაც არ აქვს

ფასში არ შედის:
• კვება;
• სალაშქრო აღჭურვილობა(ზურგჩანთა, ჯოხები, გზაქურა და ა.შ.);
• თუთმაჯი;
• ბეტონი;
• ანა კალანდაძის ლექსები;

ანგარიშის ნომერი:
• საქართველოს ბანკი - GE78BG0000000012308900
• TBC ბანკი - GE56TB7025445061100060
მიმღები: ლევანი გეჯაძე
დანიშნულება : ფხიტური (თქვენი სახელი და გვარი)
ჩარიცხვის ბოლო ვადა: 15 აპრილი

გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე სამი დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!

• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.

სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
598 84 36 50 დავითაუ
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი