We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Saturday
21
JUL

ტობავარჩხილი - ლაკუმურაშ ტობა - სვანეთი (Green Zebra XXL)

01:30
23:59

Get Directions

Category
#var:page_name# cover

სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ Green Zebra • მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში, ჩარიცხვის შემდგომ კი უნდა წარმოადგინოთ ქვითარი ან ფოტო სქრინი.

იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:

1. გასვლის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი;
2. ლაშქრობის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე. ემორჩილება ორგანიზატორს და ასრულებს მის მითითებებს;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
7. ნაგავს არ ვყრით: ტრანსპორტში/ტრანსპორტიდან, ქალაქში, გზაში, სოფელში, ბანაკში, მდინარეში, ტყეში, კლდე-ღრეში;
8. ყველას უკან მოაქვს საკუთარი ნაგავი. არავინ არის ვალდებული სხვისი ნარჩენები ატაროს;
9. პაპიროზის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება ;) ;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა (წინასწარ უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას);
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.

ფეხით გასავლელი მანძილი(დაახლოებით) და რელიეფი:
• დღე I: 4 კმ. ალპური ბილიკი.
• დღე II: 3 კმ. ალპური ბილიკი. მკვეთრი აღმართი 600 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით.
• დღე III: 3 კმ. ალპური ბილიკი. მკვეთრი აღმართი 400 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით.
• დღე IV: 4 კმ. ალპური ბილიკი.
• დღე V: 6 კმ. ალპური ბილიკი, მთის თხემი, ჯიხვების ბილიკი. მკვეთრი, 600 მეტრი სიმაღლის დაღმართი და მკვეთრი. 700 მეტრი სიმაღლის აღმართი.
• დღე VI: 4 კმ. ციცაბო კლდოვანი დაღმართი, მაღალი ბალახები, ბილიკის გარეშე, მდინარის გადალახვა.
• დღე VII: 10 კმ. ტყის მიტოვებული სამანქანო გზა, მაღალი ბალახები, დიყები, წყლები.
• საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან - 2150მ;
• მაქსიმალური სიმაღლე 2900მ;
• სასრული სიმაღლე 830მ.

ტურის საერთო სირთულე:
★★★★★ - (რთული)
მარტივი რელიეფი, თოვლის საფარი, დიდი მანძილი.

გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• თბილი საძილე ტომარა;
• საგებელი;
• წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი;
• მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები;
• სალაშქრო ზურგჩანთა;
• თბილი მოსაცმელი;
• გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები;

სასურველი:
• სალაშქრო ჯოხები;
• გასაბერი საგებელი;
• სალაშქრო გაზქურა;

კვება:
თან უნდა იქონიოთ 7 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ;
წყალი მინიმუმ 1.5 ლიტრი გზაზე შევსების შესაძლებლობა იქნება;
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.

ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.

რისკები/საფრთხეები:
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;

ღამისთევა:
კარვებში.

ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
07.08.2018
01:30
გასვლის დრო - 02:00. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).

ღირსშესანიშნაობანი:
ცაშკიბულის (ოხოჯეს) ტობავარჩხილი
დიდი (ჭითაგვალაშ) ტობავარჩხილი
კალიაშ ტობავარჩხილი
დიდღალი ტობა
წაქაწყარ ტობავარჩხილი
ლაკუმურაშ ტობავარჩხილი
პანორამული ხედები ხობისწყლის ხეობაზე

ფასი:
210 ლარი

ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;
• ღამისთევისათვის საჭირო აღჭურვილობა

ფასში არ შედის:
• კვება;
• ელარჯი;
• ელდეპო;
• ელასტიკი;
• ლოლიაობა;
• სკაფანდრი;

ანგარიშის ნომერი:
• საქართველოს ბანკი - GE78BG0000000012308900
• TBC ბანკი - GE56TB7025445061100060
მიმღები: ლევანი გეჯაძე
დანიშნულება : ლაკუმურა (თქვენი სახელი და გვარი)
ჩარიცხვის ბოლო ვადა: 29 ივნისი

გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 20 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!

• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.

სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
598 84 36 50 დავითაუ
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი