We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Friday
10
AUG

ოქროწყლის ტბები (Green Zebra XXL)

01:00
00:00

Get Directions

Category
#var:page_name# cover

სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ Green Zebra • მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში, ჩარიცხვის შემდგომ კი უნდა წარმოადგინოთ ქვითარი ან ფოტო სქრინი.

იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:

1. გასვლის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი;
2. ლაშქრობის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე. ემორჩილება ორგანიზატორს და ასრულებს მის მითითებებს;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
7. ნაგავს არ ვყრით: ტრანსპორტში/ტრანსპორტიდან, ქალაქში, გზაში, სოფელში, ბანაკში, მდინარეში, ტყეში, კლდე-ღრეში;
8. ყველას უკან მოაქვს საკუთარი ნაგავი. არავინ არის ვალდებული სხვისი ნარჩენები ატაროს;
9. პაპიროზის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება ;) ;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა (წინასწარ უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას);
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.

ფეხით გასავლელი მანძილი(დაახლოებით) და რელიეფი:
• დღე I: 6.5 კმ. ტყე, ალპური ბილიკი, მაღალი ბალახი, მდინარის გადალახვა. მკვეთრი აღმართი 500 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით. ბანაკი ზღვის დონიდან 2400 მეტრზე.
• დღე II: 3-5 კმ. ალპური ზონა. მკვეთრი აღმართი 450 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით და იგივე დაღმართი უკან. ბანაკი ზღვის დონიდან 2400 მეტრზე.
• დღე III: 6.5 კმ. ალპური ბილიკი, მაღალი ბალახები, მდინარის გადალახვა, ტყე. მკვეთრი დაღმართი 500 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით.
• საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან - 1750მ;
• მაქსიმალური სიმაღლე 2870მ;
• მინიმალური ზიმაღლე 1684მ;
• სასრული სიმაღლე 1750მ.

ტურის საერთო სირთულე:
★★★★★ - (რთული)
საშუალო სირთულის რელიეფი, მაღალი და გაუვალი ბალახები, მთის მდინარის გადალახვა, საშუალო სიმძიმის ბარგი, საშუალო მანძილი.

გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• თბილი საძილე ტომარა;
• საგებელი;
• წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი;
• მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები;
• სალაშქრო ზურგჩანთა;
• თბილი მოსაცმელი;
• გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები;

სასურველი:
• სალაშქრო ჯოხები;
• გასაბერი საგებელი;
• სალაშქრო გაზქურა;

კვება:
თან უნდა იქონიოთ 3 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ;
წყალი მინიმუმ 1.5 ლიტრი გზაზე შევსების შესაძლებლობა იქნება;
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.

ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.

რისკები/საფრთხეები:
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;
• ფეხით სიარულის დაწყების წერტილამდე მისასვლელ სამანქანო გზაზე წინა დღეებში მეწყერის ჩამოწოლის ან წყალდიდობის შემთხვევაში გასვლა გაუქმდება;
• ოქროწყლის ტბები მდებარეობს ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში.

ღამისთევა:
კარვებში.

ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
10.08.2018
01:30
გასვლის დრო - 02:00. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).

ღირსშესანიშნაობანი:
ჭუბერის თემის სოფლები: ლუხი და ლახამი;
მდ. ორმელეთის ხეობა;
დიდი ოქროწყლის ტბა;
პატარა ოქროწყლის ტბა.

ფასი:
140 ლარი

ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;
• ღამისთევისათვის საჭირო აღჭურვილობა;
• სატვირთო მანქანა ტყის გზებზე სამოძრაოდ.

ფასში არ შედის:
• კვება;
• მილიონალიხროზი;
• თავზე ხელის გადასმა.

ანგარიშის ნომერი:
• საქართველოს ბანკი - GE78BG0000000012308900
• TBC ბანკი - GE56TB7025445061100060
მიმღები: ლევანი გეჯაძე
დანიშნულება : ოქროწყალი (თქვენი სახელი და გვარი)
ჩარიცხვის ბოლო ვადა: 29 ივლისი

გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 7 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!

• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.

სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
598 84 36 50 დავითაუ
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი