We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Thursday
05
APR

KHIDI 中: REBEKAH ❚ STEPHANIE SYKES ❚ DEMUJA ❚ SEVDA

23:00
09:00
KHIDI
Event organized by KHIDI

Get Directions

Category
#var:page_name# cover

THURSDAY // APRIL 5


KHIDI წარმოგიდგენთ ახალი ღამეების სერიას, რომლის ფარგლებშიც კლუბის რეზიდენტები მოიწვევენ სხვადასხვა არტისტს. სერიის პირველ ღამეს STEPHANIE SYKES იწვევს ბრიტანული ტექნო სცენის ერთ-ერთ წამყვან ფიგურას REBEKAH-ს


Rebekah - ბრიტანელი დიჯეი, პროდიუსერი, ლეიბლ Decoy Records (Official)-ისა და ივენთების სერია Elements-ის დამაარსებელი REBEKAH PARMAR-ის ტექნო პროექტი. დაკვრა 1996 წელს, ადრეული ასაკიდან დაიწყო, ხოლო Rekebah-ს სადებიუტო EP “Kitch Bitch 2” 2004 წელს ლეიბლ KITCH BITCH RECORDINGS-ზე, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „Cycles EP” კი 2013 წელს ტექნო პიონერი CHRIS LIEBING-ის ლეიბლ CLR-ზე გამოიცა. ასევე გამოქვეყნებული აქვს ნამუშევრები ისეთ ცნობილ ლეიბლზე, როგორებიცაა: SOMA RECORDS, SONIC GROOVE, MORD RECORDS და სხვა.

► residentadvisor.net/dj/rebekah
► soundcloud.com/rebekah


Stephanie Sykes - KHIDI-ს და Jaded Afterhours-ის რეზიდენტი ბრიტანელი დიჯეი, პროდიუსერი და DASHA RUSH-ის ლეიბლ FULLPANDA RECORDS-ის წევრი, რომელზეც 2014 წელს მისი სადებიუტო EP "Luna Tactus" გამოიცა. ასევე აქვს გამოქვეყნებული ნამუშევრები ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: 47, VENT და PRODIGAL SON.

► residentadvisor.net/dj/stephaniesykes-uk
► soundcloud.com/stephanie-sykes


Demuja - ავსტრიელი დიჯეი, პროდიუსერი და ლეიბლ MUJA-ს დამაარსებელი. მისი კარიერა 2007 წელს დაიწყო, როდესაც დრამერობაზე უარი თქვა. DEMUJA-ს ნამუშევრები და დიჯეი სეტები ძირითადად ორიენტირებულია ჰაუს და დისკო ჟღერადობაზე და შთაგონებულია ისეთი არტისტების მიერ, როგორებიცაა: KERRI CHANDLER, MOTOR CITY DRUM ENSEMBLE, BICEP და სხვა. საკუთარი ნამუშევრები გამოქვეყნებული აქვს ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: NERVOUS RECORDS, FOOD MUSIC და სხვა.

► residentadvisor.net/dj/demuja
► soundcloud.com/demuja


Sevda - ლადუკა ნინუას G2-ის რეზიდენტი ჰაუს პროექტი. მას კარგად ვიცნობთ სხვა პროექტებიდან, როგორებიცაა Oimactta და OTHR.
დაახლოებით ორი წლის წინ Sevda ანონიმური ცრემლებით გაეცნო მსმენელს: #G.13 და #Shen. ეს იყო მისთვის საშუალება სხვა ფორმით მოეყოლა თავისი ისტორიები. მიუხედავად ანონიმურობისა, დაკვირვებულ ყურს არ გამოპარვია ლადუკასთვის დამახასიათებელი Pad-ები და ავთენტური მელანქოლია. პროგნოზირებდნენ, რომ პროექტის უკან სწორედ ის იდგა. Sevda არტისტისთვის ჟანრობრივი ექსპერიმენტი იყო, აქამდე თუ მსმენელისთვის ცნობილი იყო Lo-fi, Witch Wave, IDM, Techno ჟღერადობით, ამ პროექტით Lo-fi House, Deep House-ითაც გაგვეცნო.
ადგილობრივმა პუბლიკამ Sevda მარტივად მიიღო და შეიყვარა, რადგან თითქოს მსმენელთა გამოუთქმელი სევდის კონვერტაცია ამ პროექტში მოხდა.

► soundcloud.com/sevdamsc


I Pre-sale: 20 GEL
II Pre-sale: 30 GEL
Door: 30 GEL

Venue

KHIDI