We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Saturday
31
MAR

YATA Georgia Debates 2018

17:00
20:00
YATA Georgia
Event organized by YATA Georgia

Get Directions

Category
#var:page_name# cover

საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებით ტარდება პროექტი: ჩემპიონატი კარლ-პოპერის ფორმატის დებატებში, რომლის თემატიკასაც წარმოადგენს: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა, უსაფრთხოება, მიმდინარე კონფლიქტები.
თუ ხარ მოაზროვნე, განვითარებაზე ორიენტირებული, თავდაჯერებული და მიზანსწრაფული ახალგაზრდა, მაშინ გამოიყენე მოცემული შანსი! შექმენი საკუთარი წარმატებული მომავალი, ჩაერთე პროექტში და დაიწყე სვლა დიდი წარმატებისკენ!

პროექტი გაძლევს საშუალებას გამოავლინო საკუთარი შესაძლებლობები, განივითარო კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება, ისწავლო დროის ეფექტური მართვა და გუნდური მუშაობა, გაიცნო ახალი და საინტერესო ადამიანები, შეისწავლო დებატების ტექნიკა და დახვეწო საჯარო გამოსვლის ხელოვნება.
პროექტი გაიმართება ოთხი დღის განმავლობაში: 30-31 მარტს, 1 და 2 აპრილს.
პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი, ხოლო შემდეგ დარეგისტრირებული გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან.

▪ სამუშაო ენა - ქართული
▪ მონაწილების მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 16-დან 22 წლამდე.
▪ პროექტში მონაწილების მიღება უფასოა!
▪ პროექტში დარეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ გუნდურად, სამი წევრის შემადგენლობით.

საორიენტაციო შეხვედრა, პირველი და მეორე ტური ჩატარდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხოლო ფინალური ეტაპი - საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცამა ორგანიზაციისგან და პარტნიორების მიერ დაწესებული პრიზები.
პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
მონაწილების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://bit.ly/2DBRYW0

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 28 მარტი
საორიენტაციო შეხვედრა გაიმართბეა 30 მარტს.
დებატები გაიმართება : 31 მარტს, 1 და 2 აპრილს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
ლევან ნასარეია - 571 016 692
ანო გიორგაძე - 598 391 036
თამარ ჯიბლაძე - 558 194 491

იატა საქართველო გისურვებთ წარმატებას!