We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Thursday
22
MAR

მეწარმეთა სივრცე - 2018

13:00
20:00
Tbilisifox
Event organized by Tbilisifox

Get Directions

Category
#var:page_name# cover

22 მარტს, თბილისი მეწარმეობის ფესტივალ „მეწარმეთა სივრცე - 2018“-ს უმასპინძლებს. პროექტი „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეთა პროფესიულ ზრდას, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და საკუთარი ბიზნესის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.

ფესტივალი თბილისი მოლის მეორე სართულზე გაიმართება. ერთ სივრცეში თავს მოიყრის დამწყები მეწარმეები მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტში, გარდა დამწყები მეწარმეებისა, მონაწილეობას მიიღებენ USAID-ის მიერ დაფინანსებული ახალბედა ბიზნესმენები, მეწარმე ქალები, სტარტაპერები, რომელთათვისაც მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ახალია. „მეწარმეთა სივრცე 2018“-ის მიზანია, საშუალება მისცეს დამწყებ მეწარმეებს, რომ საკუთარი პროდუქცია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ.

გამოფენა-გაყიდვა 13:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება, სადაც დამთვალიერებლებს პროდუქციის მინიმალურ ფასად შეძენის შესაძლებლობაც მიეცემათ. დაგეგმილია წამახალისებელი აქტივობები, როგორც სტუმრებისთვის, ისე მონაწილეებისთვის.

მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა უკვე დაწყებულია. განაცხადის წარდგენა 15 მარტამდე გაგრძელდება ვებ გვერდზე: www.yes-startup.ge ან www.yesstartup.ge. გამოფენაზე მონაწილეობა უფასოა და მას ორგანიზატორი პროგრამა „Yes-Georgia“ აფინანსებს.

On March 22, Yes-Georgia Program (“Youth Entrepreneurial Skills Program for Advancing Employability and Income Generation in Georgia’’) is organizing the large-scale fair - “Entrepreneurs’ Space -2018”, which aims to promote professional growth of young entrepreneurs, strengthen their business relationships and help them introduce their products to the wider public.

The fair, which will be held on March 22 on the second floor, in Tbilisi City Mall, will bring together young entrepreneurs across the country, Including USAID-funded start-ups and women entrepreneurs from both Tbilisi and regions. The project allows startups to participate in this event and introduce their products to as many people as possible; the participants will have the opportunity to sell their products.

All the applicants who wish to participate in this event should register on www.yes-startup.ge or www.yesstartup.ge no later than March 15. Participation is free and is financed by Yes-Georgia program.

Venue

Tbilisi Mall

Other events by
Tbilisifox