We use cookies to personalise content and ads, to provide social media features and to analyse our traffic. Read more…
Evangelical-Lutheran Church in Georgia

Evangelical-Lutheran Church in Georgia

Terenti Graneli Street 15, Tbilisi, 0102, Georgia

Get Directions

+995 32 294 31 29

Categories
Work hours Add information
About www.elkg.ge
Evangelical-Lutheran Church in Georgia cover
Description საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია (სელე) 1818 წლიდან იღებს სათავეს. მისი დაარსება ვიურტემბერგიდან ათასობით გერმანელის ჩამოსვლას უკავშირდება, რომლებმაც თბილისის მიდამოებსა და დასავლეთ აზერბაიჯანში რამდენიმე სოფელი დააფუძნეს. მათი სარწმუნოება ლუთერული ქრისტიანობა იყო; გერმანელებს საკუთარი საეკლესიო სამრევლოები და ნაგებობები ჰქონდათ და მქადაგებლები ჰყავდათ. სამხრეთ კავკასიის დიდ ქალაქებში, თბილისსა და ბაქოში გერმანელი ვაჭრები, ხელოსნები, მეწარმეები და ხელოვანები მანამდეც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ – მათი უმრავლესობა ასევე ლუთერანი ქრისტიანი გახლდათ. ორივე ქალაქში მათ დიდი ეკლესიები ააშენეს. თბილისის ლუთერული ეკლესია 1947 წელს დაანგრიეს. რელიგიისადმი მტრულად განწყობილი კომუნისტური მმართველობა და მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად კავკასიის გერმანელების ცენტრალურ აზიასა და ციმბირში დეპორტაცია საქართველოში ლუთერული სამრევლოების დასასრულს ნიშნავდა. 1997 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ლუთერული ეკლესია ახალი ფორმით აღორძინდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, მისი პირველი ეპისკოპოსის, პროფესორ დოქ. გერტ ჰუმელის დამსახურებაა. 2011 წლის 5 ივლისს კანონში შესული ცვლილების წყალობით სელეს შესაძლებლობა მიეცა, სამართლებრივი აღიარება მოიპოვოს როგორც ეკლესიამ.

სოხუმიდან ბაქოდე განლაგებულ სამრევლეობში სელეს 800-მდე მრევლის წევრი ჰყავს. ამათგან 350 თბილისის შერიგების სამრევლოს წევრია. მათგან მხოლოდ ნახევარს აქვს გერმანული ფესვები. სამრევლოებში გერმანულზე ხშირად რუსულს და ქართულს გაიგონებთ. ინტენსიური რჩება კავშირები გერმანიასთან, გერმანიის პარტნიორ სამრევლოებთან და დონორებთან. ვიურტემბერგის, 200 წლის წინ საქართველოში ჩამოსული გერმანელი კოლონისტების სამშობლოს სამხარეო ევანგელიური ეკლესია სელეს პარტნიორია.

სამრევლოებში ღვთისმსახურებები ყოველ კვირა დღეს და დღესასწაულებზე იმართება. გარდა ამისა, ტარდება საკვირაო სკოლა 6-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის, ფუნქციონირებს ახალგაზრდული, ქალთა და მამაკაცთა კლუბები და წრეები. სელეს საკანონმდებლო ორგანო სინოდია, რომლის შემადგენლობაშიც სამრევლოების წარმომადგენლები შედიან. მას ეპისკოპოსი და სინოდის პრეზიდიუმი მართავს. სელეში ეპისკო
Founded 1818

Similar places nearby